15:35 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-28 19:30:12, 1007 ნახვა

რეგიონი
აჭარის საჯარო სკოლების 33 პედაგოგი და ადმინისტრაციის წარმომადგენელი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

აჭარის საჯარო სკოლების 33 პედაგოგი და ადმინისტრაციის წარმომადგენელი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

პროცესს აჭარის განათლების მინისტრი, მაია ხაჯიშვილი, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, მარი ზანაქიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი ესწრებოდნენ.

საჯარო სკოლების წარმომადგენლებს აცრა რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალთან ერთად იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ჩაუტარა.

დღეს აჭარის სამედიცინო დაწესებულებების პერსონალს და მასწავლებლებს ჯანდაცვის ცნობილი ექსპერტები შეხვდნენ და COVID-19-ის, ვაქცინაციის მნიშვნელობის და ამ მიმართულებით საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და აჭარის ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების ორგანიზებით ჩატარდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics