15:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-24 19:26:51, 671 ნახვა

რეგიონი
კიდევ ერთი ინოვაციური პროექტი ქედაში - „თანამშრომლობა და მობილობა სოფლის მდგრადი განვითარებისთვის“

მალე, ახალი ვებპორტალი - www.smartkeda.ge ამოქმედდება, რომლის მიზანია ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერა ქსელისა და კავშირების განვითარებით, რაც მიზნად ისახავს თემის გაძლიერებას  და ადგილობრივი პროდუქტების  და  სერვისების მარკეტინგს, როგორც ქედის მუნიციპალიტეტში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

 ღვინის მარნები, სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, საწარმოები, სოფლის მეურნეობა, მომსახურება, საკონდიტროები, პოპულარული ადგილები - ეს ის საინფორმაციო ველებია, სადაც სერვისებისა და პროდუქტების შესახებ რეკლამის განთავსება თავად მეწამეებს შეეძლებათ.

ქედის მერიაში, დღეს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრმა ვლადიმერ თებიძემ და შპს ,,ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრის" დირექტორმა რაულ ცინცაძემ, პორტალის პრეზენტაცია გამართეს და აუდიტორიას პლატფორმის სარგებლობის წესები გაუზიარეს.

პროექტის განმახორციელებელია ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი, დონორი ორგანიზაცია კი UNDP.

პარტნიორი ორგანიზაციაა ქედის ტურიზმის განვითარების ცენტრი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics