|
2015-01-31 18:17:29, 979 ნახვა
საზოგადოება
კახეთის გზატკეცილზე არსებულ ხიდებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება
კახეთის გზატკეცილზე 5 ხიდი გამოიცდება. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, დღეს 00:00 საათიდან, კახეთის გზატკეცილზე 5 ხიდი-გზაგამტარის გამოცდა იწყება, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. მერიის ინფორმაციით, დაიკეტება გზატკეცილის მთავარი ზოლი და მოძრაობა სავალი ნაწილის მეორეხარისხოვანი ზოლების საშუალებით იქნება შესაძლებელი. „გამოცდის სამუშაოები გზაგამტარებზე ეტაპობრივად, 15 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება შემდეგ გზაგამტარებზე: კახეთის გზატკეცილიდან ვაზისუბნის დასახლებაში გადასასვლელთან არსებული ხიდი; ე.წ. ვარკეთილის ხიდი; ე.წ. ორხევის ხიდი; ე.წ. აეროპორტის ხიდები. თითოეული გზაგამტარის გამოცდა ღამის საათებში, მონაცველობით მოხდება. გამოცდის პროცესში მთელი ღამის განმავლობენ ნაგებობებზე განთავსებული სატვირთო მანქანები მოახდენენ მანევრირებას. კვლევით სამუშაოები, რომელსაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული ხიდსაცდელი ცენტრი აწარმოებს, 2015 წლის მაისში დასრულდება. პროექტი ითვალისწინებს მეტეხის გვირაბისა და დედაქალაქის მასშტაბით 20 ხიდის გამოცდა-გამოკვლევას. დღეისათვის უკვე შემოწმდა გვირაბი და 6 ხიდი“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)