17:06 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-06 12:54:10, 988 ნახვა

სამხედრო
ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა გიორგობა ავღანეთში აღნიშნეს

გიორგობის დღესასწაული ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში აღნიშნეს. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბატალიონის კაპელანმა, მამა პეტრე ხახიშვილმა  აღავლინა. გიორგობის  ღვთისმსახურებას  III ქვეითი  ბრიგადის 32-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ტარიელ მახარაშვილი და ბატალიონის პირადი შემადგენლობა დაესწრო.

საქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი  ბრიგადის 32-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე იანვრის თვიდან ასრულებს. მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების დაცვაა.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics