|
2015-01-31 15:06:16, 1000 ნახვა
საზოგადოება
„პატრიოტთა ალიანსი“ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით აქციას მართავს
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით აქცია-მსვლელობას მართავს. აქციის მონწაილეები სამართლიანობის აღდგენას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. როგორც „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აქციაზე ასობით ადამიანია შეკრებილი. „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივნის, ირმა ინაშვილის თქმით, აქციის მთავარი მიზანია დროულად გაიხსნას ის გაუხსნელი საქმეები, რომელსაც პროკურატურა იძიებს. „კარგად უნდა გავიაზროთ რა არის დემოკრატიული სახელმწიფო, დემოკრატიული ინსტიტუტები და რა როლი აქვს ოპოზიციას. ოპოზიციის როლია იყოს ხელისუფლების წინააღმდეგ, ყველა იმ საკითხში, რომელიც არასწორად არის წარმოდგენილი, რაც აწუხებს საზოგადოებას. ბიძინა ივანიშვილმაც აღნიშნა თავის ინტერვიუში, რომ საზოგადოება უნდა იყოს კრიტიკული და მეც ვეთანხმები. ეს აქცია პროტესტის გამოხატულებაა და იმიტომ უნდა ვიდგეთ ერთად, რომ ჩვენი შვილების მომავალი დავიცვათ“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)