|
2021-03-19 16:22:19, 2048 ნახვა
ომი უკრაინაში
აჭარის მუნიციპალიტეტში ვაქცინაცია მხოლოდ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარდება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განმარტა, თუ რატომ შეწყდა აჭარის 4 მუნიციპალიტეტში: ქედაში, შუახევში, ხულოსა და ხელვაჩაურში, ვაქცინაციის პროცესი. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, გუშინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პროცესი აღარ ჩატარდება პერიფერიულ კლინიკებში, რაიონულ დონეზე. მანვე დასძინა, რომ აჭარის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქნება შესაძლებელი. „აჭარის შემთხვევაში, ჩვენ გვქონდა შერჩეული ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, როგორც მთავარი აცრის ცენტრი, „ფაიზერის“ ვაქცინისთვის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინისთვის, ჯგუფმა მიანიჭა უპირატესობა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის დაცვას და მოგეხსენებათ, აჭარში არის რაიონული დონის საკმაოდ კარგი და გამართული საავადმყოფოები, სადაც იყო დაგეგმილი ვაქცინაციის ჩატარება, თუმცა გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ, პერიფერიულ კლინიკებში, ანუ რაიონულ დონეზე ვაქცინაციის პროცესი აღარ ჩატარდება და ეს ყველაფერი გაგრძელდება ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)