19:03 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-30 17:18:18, 911 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ჰერბერტ ზალბერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ჰერბერტ ზალბერს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ყურადღება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.

აღინიშნა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსია უმნიშვნელოვანესი ადგილია რუსეთთან მოსალაპარაკებლად უსაფრთხოების თემებსა და ჰუმანიტარულ საკითხებზე. საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოს სურს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით  მოგვარება და ყველაფერს გააკეთებს, რათა გაგრძელდეს კონსტრუქციული დიალოგი ჟენევაში.

საუბარი შეეხო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ აფხაზეთის სეპარატისტულ რესპუბლიკასთან მოკავშირეობის შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებას და ითქვა, რომ რუსეთი ასევე გეგმავს ახალი ხელშეკრულების ხელმოწერას სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად  და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად შეაფასა.

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებიც განიხილეს.

ცნობისთვის, ჰერბერტ ზალბერი 2014 წლის ივლისიდან არის სამხრეთ კავკასიის რეგიონში და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი. მას მაღალი თანამდებობები ეკავა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, მუშაობდა ეუთო-ში, სადაც იყო გერმანიის წარმომადგენლობის უფროსის მოადგილე.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სომხეთის თანამშრომლობა აშშ-სთან და ევროკავშირთან რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული - მირზოიანი
საგარეო საქმეთა მინისტრს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics