17:19 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-15 12:32:18, 433 ნახვა

რეგიონი
ქუთაისში დევნილ ვეტერანთა ოჯახებისთვის ბინების განაწილების პროცესი დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დევნილ ვეტერანთა ოჯახებს ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში 60 ბინას გადასცემს.

სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, მონიტორინგს  191 ოჯახი დაექვემდებარება.

„ამ ეტაპზე, მონიტორინგის ჯგუფები ყველა იმ ოჯახის საცხოვრებელ პირობებს შეისწავლიან, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 5 ან მეტი ქულა. მონიტორინგის მუშაობის დასრულების შემდგომ, კომისია თითოეული ოჯახის საკითხს ინდივიდუალურად განიხილავს. ვეტერან დევნილთა ოჯახებს განსახლების სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობა ამ დრომდეც შეეძლოთ, თუმცა ქვეყნის წინაშე მათი დამსახურების გათვალისწინებით, სააგენტო მათთვის სპეციალურ პროექტს ახორციელებს“,  - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

დევნილ ვეტერანთა ოჯახებისთვის მინიჭებული ქულები სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics