17:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-07 12:12:10, 689 ნახვა

რეგიონი
ქარელის დევნილთა დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

ქარელში დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე 50 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო.

მიმდინარე სამუშაოები დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მამუკა საღარეიშვილმა, ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა დუგლაძემ და დანიის ლტოლვილთა საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის  პროგრამების ხელმძღვანელმა ნინო ხოხობაიამ მოინახულეს.

გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით,  გარდა ქარელისა,  მთელი საქართველოს მასშტაბით, დევნილთა დასახლებებში 6 ახალი საბავშვო ბაღი შენდება და  დამატებით, ერთ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას რეაბილიტაცია უტარდება.  საბავშვო ბაღების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წელს დასრულდება.

გერმანიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი,  დევნილთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობასთან ერთად, მათ გრძელვადიან განსახლებას, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო გაძლიერებას ითვალისწინებს. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო, საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში,  ახორციელებს. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics