12:56 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-02 18:36:51, 524 ნახვა

კომენტარი
ფრენსის ფუკუიმა - ფუნდამენტური პრობლემაა, რომ „ქართულ ოცნებას“ კულისებიდან ივანიშვილი აკონტროლებს

„ფუნდამენტური პრობლემაა, რომ „ქართულ ოცნებას“ კულისებიდან ივანიშვილი აკონტროლებს“, - ამის შესახებ ამერიკელმა პოლიტოლოგმა, ფრენსის ფუკუიამამ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დემოკრატიული სისტემისთვის ჩრდილოვანი ოლიგარქის ყოლა კარგი არაა.

„მე საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა ძალიან მაშფოთებს. მელიას დაკავება ავტორიტარული პრაქტიკისკენ ვარდნის უკანასკნელი მანიფესტაციაა.

ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ფუნდამენტური პრობლემა ისაა, რომ მას კულისების მიღმა ივანიშვილი აკონტროლებს.

დემოკრატიული სისტემისთვის კარგი არაა, როცა გყავს ჩრდილოვანი ოლიგარქი, რომელიც დემოკრატიის ფასადის უკან, რეალური ლიდერია.

ვფიქრობ, ამის შემდეგ პოლიტიკური სივრცე იზღუდება და ახლა უკვე ამ სამწუხარო მოვლენებს ვხედავთ, ვგულისხმობ რუსული გავლენის შემოსვლას,  რაც ამ დაკავების ერთ-ერთი მოტივი იყო“, – განაცხადა ფრენსის ფუკუიამა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics