|
2021-02-26 12:42:08, 2307 ნახვა
სამხედრო
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2021-2022 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა მიღებას აცხადებს
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2021-2022 სასწავლო წლისათვის. მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები, რომლებიც 2021 წელს დაამთავრებენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს (IX კლასი) და დააკმაყოფილებენ შესარჩევი კონკურსის პირობებს. ლიცეუმში ჩასარიცხად მოსწავლემ უნდა გაიაროს შემდეგი საფეხურები: ➢ რეგისტრაცია; ➢ გამოცდები: ზოგადი უნარები (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები) და მათემატიკა; ➢ სამედიცინო შემოწმება. რეგისტრაციისა და გამოცდის თარიღები, ასევე, მათი ჩატარების ფორმის შესახებ ინფორმაცია, 2021 წლის ივნისში, ლიცეუმის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება. მოსწავლეთა მიღების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - https://bit.ly/3bGG3Jp ლიცეუმის დამთავრების შემდეგ, მოსწავლეებს შეუძლიათ სწავლა გააგრძელონ, როგორც დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, ასევე, საქართველოში მოქმედ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)