|
2015-01-30 15:06:57, 900 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო უწყება: ბერუჩაშვილის განცხადება ჟურნალისტის ინტერპრეტაცია იყო
საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადება, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის შეჩერებაზე რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტის ინტერპრეტაცია იყო. როგორც „ექსპრესნიუსს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარი ნარჩემაშვილმა განუცხადა, ბერუჩაშვილის მხრიდან საუბარი კარასინი-აბაშიძის დიალოგის შეჩერებაზე იყო. „ეს იყო რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტის ინტერპრეტაცია, აქ საუბარი იყო მინისტრის მხრიდან კარასინი-აბაშიძის დიალოგის შეჩერებაზე და არა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის შეჩერებაზე, შესაბამისად ჟურნალისტის მიერ, ეს განცხადება არასწორად იყო აღქმული“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ მარი ნარჩემაშვილმა. როგორც რადიო „თავისუფლება“ წერს, ბერუჩაშვილმა მათთან საუბარში აღნიშნა, რომ „ქართული მხარე რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე დიალოგს დროებით აჩერებს“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)