|
2015-10-07 15:07:32, 644 ნახვა
საზოგადოება
ფსიქოლოგებს თავდაცვის სამინისტროში პროექტი „მხარი მხარს“ გააცნეს
ფსიქოლოგებს, ფსიქიარტებს, ფსიქორეაბილიტაციის საკითხებზე მომუშავე სამთავრობო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს თავდაცვის სამინისტროში პროექტის - „მხარი მხარს“ პრეზენტაცია წარუდგინეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სუიციდის პრევენციასთან დაკავშირებული საკითხები ფსიქოლოგებს და ფსიქიატრებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა დოლიძემ გააცნო. „საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ წამოიწყო ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამა „მხარი მხარს.“ პროგრამის მიზანია, მხარი დავუჭიროთ ჩვენს სამხედროებს. სამხედროებმა ერთმანეთს აღმოუჩინონ დახმარება, არავინ უნდა დავტოვოთ საკუთარ პრობლემებთან მარტო. ამიტომ ვმართავთ შეხვედრას ჩვენი ქვეყნის გამორჩეულ ფსიქოლოგებთან. გვსურთ, გავაცნოთ მათ პროგრამა, ნაბიჯები, რომლის გადადგმასაც ვაპირებთ. მოვისმინოთ მათი მოსაზრებები, კორექტივები შევიტანოთ პროგრამაში, თუ ამის საჭიროება იქნება. ჩვენ უნდა შევქმნათ ყველა ბერკეტი, სისტემა ადგილზე იმისთვის, რომ ჯარში მაღალი ფსიქოლოგიურ-მორალური განწყობა გვქონდეს“, - აღნიშნა ანა დოლიძემ. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სამინისტროს პროექტი „მხარი მხარს“ დეტალურად განიხილეს. დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, გამოითქვა რჩევები და რეკომენდაციები. ფსიქოლოგებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე. თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის ინიციატივით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სუიციდის პრევენციასთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. მომზადებულია სპეციალური საინფორმაციო ბროშურა, რომელიც სერჟანტებს და სამეთაურო რგოლს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლიონონ და სწორი კომუნიკაცია დაამყარონ დახმარების საჭიროების მქონე თანამებრძოლებთან. ამოქმედდა ცხელი ხაზი - 225 30 30. ასევე იგეგმება სპეციალური სემინარების ციკლი სამეთაურო რგოლისთვის, რომლის მეშვეობითაც სერჟანტ-ოფიცრები სუიციდის პრევენციისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს დახვეწენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)