|
2015-10-07 10:44:13, 512 ნახვა
პოლიტიკა
დავით ნარმანია საკადრო ცვლილებებზე: შექმნილი აჟიოტაჟი სრულიად უსაფუძვლოა
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქის მერიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით შექმნილი აჟიოტაჟი უსაფუძვლოა. ამის შესახებ ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, თბილისის მერიაში არსებული ვაკანტური ადგილები უახლოეს მომავალში კვალიფიციური კადრებით შეივსება. ამასთან, ნარმანიას კანდიდატთა ვინაობა მთავრობის სხდომაზე არ დაუსახელებია. „მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ შექმნილი აჟიოტაჟი არის სრულიად უსაფუძვლო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ დედაქალაქის მთავრობა იყოს მაქსიმალურად ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული. ჩვენ ერთად გავაგრძელებთ იმ მნიშვნელოვანი გამოწვევების დაძლევას, რომელზეც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და თანმიმდევრულად და ეფექტიანადა განვავითარებთ ჩვენს დედაქალაქს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)