22:11 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-06 14:44:09, 563 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრი სომხეთის პოლიციის უფროსს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის მოწვევით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სომხეთის პოლიციის უფროსი ვლადიმერ გასპარიანი ეწვია.

უწყების ინფორმაციით, შს მინისტრმა და სომხეთის პოლიციის უფროსმა სამინისტროს ეზოში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ პოლიციელთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა და ვლადიმერ გასპარიანმა სამართალდაცვით სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ბოლო პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებს, მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებს.

საქართველოს შს მინისტრმა და სომხეთის პოლიციის უფროსმა სხვადასხვა სახის დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მნიშვნელობაზე, ამ კუთხით თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს და იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

აღნიშნული ვიზიტი 2014 წლის დეკემბერს ქალაქ ერევანში განხორციელებული შეხვედრის საპასუხოდ გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics