|
2015-10-06 13:43:00, 384 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში თავისუფალი მედია გარემო შენარჩუნდეს
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ის თავისუფალი მედია გარემო, რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა, შენარჩუნდეს და განმტკიცდეს. ამის შესახებ ბაქრაძემ ჟურნალისტებს ბოლო პერიოდში მედიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა. "უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ის თავისუფალი მედია გარემო, რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა, შენარჩუნდეს და განმტკიცდეს. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად იქნა მიღწეული სამი სხვადასხვა ტალღის რეფორმების შედეგად, ძალიან მნიშვნელოვანია რომ საკუთრების უფლება, რომელიც ასევე პრობლემატური საკითხი იყო. საქართველოში, დღესდღეობით იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი. ამ კონტექსტში მთავრობას აქვს ბოლო 3 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი წინსვლა, შედეგები. ეს აუცილებლად უნდა იქნას შენარჩუნდეს და განმტკიცდეს. კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებ", -განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)