00:09 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-15 15:46:22, 2394 ნახვა

სპორტი
სარაგბო კლუბების წარმომადგენლები გამაფრთხილებელ აქციას გამართავენ

სარაგბო კლუბების წარმომადგენლები ხუთშაბათს, 14:30 საათზე, კანცელარიასთან, გამაფრთხილებელ აქციას გამართავენ. ისინი რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების აპროტესტებენ.

ამის შესახებ ბრიფინგზე ვეტერანმა მორაგბემ, ბობა კვინიხიძემ განაცხადა.

„ამ ამბავს ასე არ დავტოვებთ. უნდა გავაშიშვლოთ ყველა ის ადამიანი, ყველა ის სახელმწიფო ინსტიტუტი, ვინც ამაში მონაწილეობდა.

პრემიერ-მინისტრისკენ იშვერენ ხელებს რიგი თანამდებობის პირები.

დავაანონსეთ აქცია ხუთშაბათს კანცელარიასთან 14:30 საათზე“  - განაცხადა ბობა კვინიხიძემ.

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირი 30 დეკემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს აპროტესტებს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics