|
2015-10-05 15:25:55, 387 ნახვა
პოლიტიკა
ჟენევაში დისკუსიების რაუნდზე ქართული მხარე განსაკუთრებულ ყურადღებას გალში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხს დაუთმობს
ჟენევაში დისკუსიების რაუნდზე ქართული მხარე განსაკუთრებულ ყურადღებას გალში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხს დაუთმობს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა დავით კერესელიძემ ჟენევის მოლაპარკებების 33-ე რაუნდთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ქართული მხარე ყველა ღონეს იხმარს, რათა გალის რაიონში მცხოვრები მოსახლეობისათვის მშობლიურ ენაზე განათლების მისაღებად სათანადო ზომები იქნას მიღებული. „საქართველოს დელეგაცია განაგრძობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში კონსტრუქციულ მონაწილეობას და იმედს გამოთქვამს, რომ დანარჩენი მონაწილეებიც პასუხისმგებლობით მოეკიდებიან მოლაპარაკებებს. ამ თვალსაზრისით, დადებითი პრეცედენტები უკვე შეიქმნა წინა რაუნდებზე. ტრადიციულად, ქართული მხარე დააყენებს რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულების აღების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობის საკითხს. მიმდინარე რაუნდზე საქართველოს დელეგაცია განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს გალის რაიონში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხს. ქართული მხარე ყველა ღონეს იხმარს, რათა სათანადო ზომები იქნას მიღებული იქ მცხოვრები მოსახლეობისათვის მშობლიურ ენაზე განათლების მისაღებად“, - განაცხადა დავით კერესელიძემ. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 33-ე რაუნდი 6-7 ოქტომბერს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)