|
2021-02-06 11:09:33, 1008 ნახვა
სამხედრო
41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები გერმანიაში Combined Resolve XV სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 მექანიზებული ბრიგადის, 41-ე ბატალიონის „ჩარლი“ ასეულის პირადი შემადგენლობა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საერთაშორისო მრავალეროვნულ სწავლებაში - Combined Resolve XV მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები მე-4 მექანიზებული ბრიგადის მეთაურმა, ვიცე - პოლკოვნიკმა გიორგი ჯინჭარაძემ ალექსეევკას სამხედრო აეროდრომიდან გააცილა და წარმატებები უსურვა. საერთაშორისო სწავლებაში Combined Resolve XV 10 ქვეყნის 4700-მდე სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. სწავლება აშშ-ის არმიის გრაფენვოერისა და ჰოჰენფელსის საწვრთნელი რაიონებში 1 თებერვალს დაიწყება და 5 მარტამდე გაგრძელდება. სამხედრო წვრთნები ქვედანაყოფის მართვის პროცედურებს, ტაქტიკურ გადაადგილებას, ტერიტორიის დაკავებას, კონტაქტზე რეაგირებას, შეზღუდული ხილვადობის პირობებში ოპერაციის წარმოებასა და დაკავებული ტერიტორიის დაცვის საკითხებს მოიცავს. სწავლების მიზანია ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის შეფასება და მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)