21:20 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-01 11:19:19, 629 ნახვა

საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკურ შემადგენლობას 15 ავტომობილი შეემატა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკურ შემადგენლობას 15 ერთეული პიკაპის ტიპის ავტომობილი შეემატა.

ახალი ტექნიკური საშუალების პრეზენტაცია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეზოში გაიმართა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წელს გამოვლენილი სამართალდარღვევების სტატისტიკა წარადგინა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მანქანები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონალურ სამმართველოებს გადაეცემათ. ეკიპაჟების რაოდენობის ზრდა პრევენციული ღონისძიებების ეფექტურად განხორციელების საშუალებას შექმნის, რადგან ამ შემთხვევაში შესაძლებელი გახდება დანაშაული იმ დრომდე აღიკვეთოს სანამ გარემოს ზიანი მიადგება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკური აღჭურვილობას რამდენიმე კვირის წინ მოტორიანი ნავებიც შეემატა, რის შემდეგაც წყლის ზედაპირზე პატრულირება მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

პრეზენტაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

დღესვე გიგლა აგულაშვილმა მედიის წარმომადგენლებს, საზოგადოებას მოუწოდა ჩაერთონ აქციაში -„ჩვენ ვიცავთ გარემოს, ჩვენ პატრიოტები ვართ!“ 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics