|
2020-12-26 16:20:02, 712 ნახვა
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტმა 160 მოწყვლადი კატეგორიის ოჯახს საახალწლო ნობათები გადასცა
ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე ბუბა გობეჯიშვილმა და ბოლნისის საკრებულოს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი მირიანაშვილმა მოწყვლადი კატეგორიის 160 ოჯახს, რომელთა ყოველდღიურ უფასო კვებას ბოლნისის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და მათ წინასაახალწლო საჩუქრები გადასცეს. საშობაო ნობათები „შინ მოვლის სერვისით“ მოსარგებლე მარტოხელა ხანდაზმულ ბენეფიციარებსაც გადაეცათ. ქალაქ ბოლნისსა და დაბა კაზრეთში მოხუცებს საახალწლო ნობათები გოგი მეშველიანმა, ბუბა გობეჯიშვილმა და გიორგი მირიანაშვილმა პირადად მიუტანეს. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მერია საახალწო საჩუქრებს მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებსა და მოხუცებს რამდენი წელია გადასცემს. აქციამ უკვე მიიღო ტრადიციული სახე და ის მომავალშიც გაგრძელდება. საახალწლო ნობათებისთვის მუნიციპალიტეტმა 5912 ლარი გამოყო. „წინასაახალწლოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს საახალწლო ნობათებს გადასცემს, ეს ტრადიცია წელსაც არ დაღვეულა, საახალწლო ნობათები დღეს 160-მა ოჯახმა მიიღო. პანდემიის პირობებში მსგავსი დახმარება ვფიქრობ ორმაგად მნიშვნელოვანია. ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველთვის დიდი ყურადღებას აქცევს სოციალურ პროგრამებს და ჩვენ ვცდილობთ ვიზრუნოთ და შესაბამისი დახმარება გავუწიოთ შეჭირვებულ ოჯახებსა და მოხუცებს. მსურს დამდეგი შობა-ახალი წელი თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მივულოცო და მათ ჯანმრთელობა და ბედნიერება ვუსურვო“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე ბუბა გობეჯიშვილმა.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)