|
2015-09-30 14:35:48, 429 ნახვა
პოლიტიკა
ნოდარ ხადური ლიტვის ახალ ელჩს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ლიტვის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასის შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ლიტვა უწევს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ლიტვას მიღებული აქვს კარგი გამოცდილება ამ მიმართულებით, რომლის გაზიარებაც სასარგებლო იქნება საქართველოსთვის. როგორც ლიტვის ელჩმა აღნიშნა, საქართველოს მტკიცედ აქვს არჩეული ევროინტეგრაციის გზა და მნიშვნელოვანია, ქვეყანამ გააგრძელოს რეფორმები დასახული მიზნის მისაღწევად. ლიტვის ელჩი ასევე დაინტერესდა საქართველოსა და ზოგადად, რეგიონში შექმნილი ეკონომიკური ვითარებით. მინისტრმა მას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია მიმდინარე და მომავალი წლის მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე. საუბარი ასევე შეეხო რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს, ასევე საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების საკითხებს, რაც ბიძგს მისცემს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. ელჩი დაინტერესდა საბაჟო და საგადასახადო სამსახურების მუშაობით. ფინანსთა მინისტრმა სტუმარი პირადად მიიწვია ფისკალური სამსახურების საქმიანობის გასაცნობად და ელჩს გაფორმების ეკონომიკური ზონებისა და მომსახურების სერვის-ცენტრების ერთობლივად დათვალიერება შესთავაზა. თავის მხრივ, ლიტვის ელჩმა აღნიშნა, რომ საელჩო დაიწყებს მუშაობას ლიტვის ფინანსთა მინისტრის საქართველოში სამუშაო ვიზიტის მოსამზადებლად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)