15:53 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-25 22:56:08, 755 ნახვა

კომენტარი
გიორგი ვაშაძე ISFED-ზე - ვწუხვარ, რომ ასეთი შეცდომა მოხდა, თუმცა ეს ოპოზიციისთვის ერთადერთი არგუმენტი არ იყო

„ვწუხვარ, რომ ასეთი შეცდომა მოხდა, თუმცა ეს ოპოზიციისთვის ერთადერთი არგუმენტი არ იყო“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიცია საკუთარ პოზიციაში კვლავ მყარად დგას.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი შეცდომა მოხდა. „ისფედი“ რიგითი ორგანიზაცია არ არის, მაგრამ კარგია, რომ მათ თვითონ აღიარეს ეს შეცდომები. ყველაზე ცუდი ის არის, რომ გვიან გვაცნობეს ამ ცვლილების შესახებ და დღეს ამაზეც ისაუბრეს.

რაც შეეხება „ისფედის“ პარალელურ დათვლას, ეს ერთ-ერთი არგუმენტი იყო და არა ერთადერთი ოპოზიციისთვის. ამიტომ ამაზე ვერ აიგება, რომ არგუმენტი არ გვაქვს და ა.შ.

უკაცრავად, დაუბალანსებელი ოქმები, დაკარგული ბიულეტენები და ჩაყრილი ბიულეტენების საკითხი არსად არ გამქრალა და ეს ისევ დგას. ოპოზიცია ძალიან მყარია საკუთარ პოზიციაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics