|
2015-09-30 11:45:07, 503 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების სიმბოლურ აქციას შეუერთდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების სიმბოლურ აქციას შეუერთდა. პრეზიდენტის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ფოტო, სადაც საქართველოს პრეზიდენტს, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩუსს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ირინე იმერლიშვილს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრ გიგი წერეთელს, "თავისუფალი დემოკრატების" წევრს, დეპუტატ ზურაბ აბაშიძეს და კიდევ რამდენიმე პირს ნადეჟდა სავჩენკოს ფოტო უჭირავთ. ცნობისთვის, უკრაინელი მფრინავი რუსეთის საპატიმროში 2014 წლის ივნისიდან იმყოფება. მას ბრალად რუსეთის ტელეარხის ორი ჟურნალისტის მკვლელობა ედება, რომლებიც დონბასში დაიღუპნენ. სავჩენკო ყველა ბრალდებას უარყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)