|
2015-09-29 19:01:34, 477 ნახვა
პოლიტიკა
სახელმწიფო მინისტრის აპარატში ევროკავშირის შემფასებელი მისიის ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში ევროკავშირის შემფასებელთა მისიის ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში ჩართული სხვა უწყებების წარმომადგენლებმა ექსპერტებს ინფორმაცია მიაწოდეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციისა და საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკომისიის მე-3 ანგარიშის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით ჩატარებული ღონისძიებების შესახებ. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მაისიდან, საერთო ჯამში, მიღებულ იქნა 15-მდე საკანონმდებლო ცვლილება, შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეულები, შემუშავდა შესაბამისი ინსტრუქციები და რეგულაციები, დაინერგა ახალი სერვისები, გააქტიურდა საინფორმაციო კამპანიები საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით (VLAP) განსაზღვრული მიმართულებებით. ევროკავშირის შემფასებელი მისიის ანგარიში საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რიგით მე-4 ანგარიში მიმდინარე წლის 15 დეკემბერს გამოქვეყნდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)