|
2015-09-29 17:59:16, 503 ნახვა
პოლიტიკა
იან კელი: ჩვენი ძალისხმევა მიმართულია, ხელი შევუწყოთ საქართველოს არჩევანს
ჩვენს წინაშე მრავალი გამოწვევაა, მაგრამ, მე კვლავ ვადასტურებ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოსადმი, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, შეხვედრაზე მინისტრთან საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ისაუბრეს და ასევე იმაზე, თუ რას აკეთებს აშშ იმისთვის, რომ საქართველოს ამ მისწრაფებებს ხელი შეუწყოს. „საქართველომ უკვე ბევრი რამ გააკეთა და დიდი წვლილი შეიტანა საერთაშორისო უსაფრთხოების საქმიანობაში. როგორც ნატო-ს ოპერაციებში, ასევე ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. კვლავ დავადასტურე ჩემი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების. ასევე მინისტრთან საუბრისას ავღნიშნე, რომ ჩვენი საელჩოს ძალისხმევა მიმართულია საქართველოს არჩევანს ხელი შეუწყოს. ჩვენს წინაშე მრავალი გამოწვევაა, მაგრამ მე კვლავ ვადასტურებ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოსადმი“, - აღნიშნა იან კელიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)