|
2015-09-28 16:02:15, 424 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: ქადაგიძეს დავურეკავ და შევთავაზებ, მოსმენა სწრაფად დაიგეგმოს
„გპირდებით, გიორგი ქადაგიძეს დავურეკავ და შევთავაზებ, მოსმენა სწრაფად დაიგეგმოს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა. უსუფაშვილი ქადაგიძეს სთავაზობს, რომ ეროვნული ბანკის ანგარიშის პარლამენტში რაც შეიძლება მალე იქნას მოსმენილი. „როცა პროცედურულ დემოკრატიაზე ვსაუბრობ, ვცდილობ, პროცედურული დემოკრატიის შესაბამისად ვიმოქმედო. ეროვნული ბანკის ანგარიშთან დაკავშირებით, აბსოლიტურად სწორად ბრძანეთ, რომ ანგარიშის განხილვა გადაიდო, ჯერ მომხსენებლის არყოფნის გამო, ზოგჯერ პარლამენტში ასევე სხვა მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საქმეების გამო. გპირდებით, პრესკონფერენციას დავასრულებ თუ არა, პირველი რასაც გავაკეთებ, ქადაგიძეს დავურეკავ და ჩვენს საერთო ინტერესს გადავცემ იმის თაობაზე, ეს ანგარიში რაც შეიძლება მალე იქნეს მოსმენილი პარლამენტში და შევთავაზებ, რომ მოსმენა სწარაფად დაიგეგმოს. თუკი რაიმე ანგარიშია დაგეგმილი ყველა ანგრიშის მოსმენა. ამასობაში ანაგრიშების განხილვაც წინა წლებში გაგრძელებულა იმაზე მეტი ხანი ვიდრე გვინდოდა და გადასულა თვეებში. შარშან პარლამნეტის კომიტეტების ანგარიშების მოსმენაც, კი საახალწლოდ დავასრულეთ. მაშინ როდესაც სექტემბერში იყო გათვალისწინებული. დავასრულეთ არა იმიტომ, არ გვინდოდა მათი უფრო ადრე დასრულება, არამედ მეტი დრო მოითხოვა და რთულია იმის განსაზღვრა როდის რა საკითს რა დრო დასჭირდება და როგორ განვითარდება მოვლენები”, - განაცხადა უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)