|
2015-09-28 15:33:54, 419 ნახვა
პოლიტიკა
ნოდარ ხადური საქართველოში ADB-ის მუდმივმოქმედი ოფისის ახალ დირექტორს შეხვდა
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალდანიშნულ მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში იეშიმ ელჰან კაიალთან, (Yesim Elhan-Kayala) რომელიც უფლებამოსილების შესრულებას მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან შეუდგება. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით დაფინანსებულ პროექტებზე, ასევე მიმდინარე პროგრამებზე და თანამშრომლობის ახალ მიმართულებებზე. ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ აზიის განვითარების ბანკთან კვლავ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა, როგორც საბიუჯეტო, ისე ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით. როგორც აღინიშნა, ბანკთან გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია, რათა უახლოეს წლებში, საქართველომ უმასპინძლოს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას. ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოში ADB-ის მუდმივმოქმედი ოფისის ამჟამინდელი დირექტორი ქეით ჯულიანი, რომელსაც ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)