|
2020-12-10 13:03:01, 2312 ნახვა
სპორტი
ფეხბურთის ვარსკვლავი პაოლო როსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა
ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი პაოლო როსი 64 წლისა გარდაიცვალა. პაოლო როსი დიდი ხნის მანძილზე ავადმყოფობდა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ბრაზილიის ნაკრებთან მეორე ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ მატჩში, რომელშიც 3 გოლი გაიტანა. იმ შეხვედრაში ბრაზილიას ნახევარფინალში გასასვლელად ფრეც ჰყოფნიდა, მაგრამ იტალიამ, პაოლო როსის წყალობით, 3:2 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც პოლონეთი დაამარცხა, ფინალში კი დასავლეთ გერმანიას მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონო გახდა. ამის შემდეგ პაოლო როსი იტალიის ეროვნული გმირი გახდა. როსის იტალიის ნაკრებში ჩატარებული 48 მატჩში 20 გოლი აქვს გატანილი. საკლუბო კარიერის მთავარი წარმატება როსისთვის იუვენტუსს უკავშირდება. ბებერ ქალბატონში ასპარესობისას (1981-1985) როსიმ ჩემპიონთა თასი, ევროპის სუპერთასი, თასების მფლობელთა თასი, ორჯერ იტალიის სერია ა და ორჯერ იტალიის თასი მოიგო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)