17:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-03 12:44:21, 548 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - მესმის, რომ 300 ლარს 1 000 ლარი ჯობია, მაგრამ ეს არის ის, რისი გაღებაც შეგვიძლია

მესმის, რომ 300 ლარს 1000 ლარი ჯობია, მაგრამ ეს არის ის, რისი გაღებაც ჩვენ შეგვიძლია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქით, დაწესებული შეზღუდვები მალე გაუქმდება და ადამიანები კვლავ შეძლებენ დაუბრუნდნენ თავის სამუშაო ადგილებს.

„300 ლარი ნამდვილად არ არის მაღალი თანხა, მაგრამ ეს არის ის, რაც ჩვენ ამ რთულ ვითარებაში ერთჯერადად შეგვიძლია გავწიოთ. ასევე შეგახსენებთ, რომ ეს შეზღუდვა მალე გაუქმდება, ის არის დროში შემოფარგლული და ადამიანები კვლავ შეძლებენ დაუბრუნდნენ თავის სამუშაო ადგილებს. იმდენად მალე ითხოვს ვაჭრობის სექტორი გახსნას, რომ მე არ მაქვს რაიმე კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, აღდგება თუ არა ეს სამუშაო ადგიები. რა თქმა უნდა, აღდგება. ისინი იმას კი არ ამბობენ, რომ ვერ იმუშავებენ, ისინი ამბობენ, გაგხვსენით და ვიმუშავებთო. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები სანამ ჩვენ გვიწევს ამ შეზრუდვების განხორციელება, ისარგებლებენ ამ 300 ლარით. მესმის, რომ 300 ლარს 1000 ლარი ჯობია, მაგრამ ეს არის ის, რისი გაღებაც ჩვენ შეგვიძლია“,- განაცხადა ნათია თურნავამ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics