23:34 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-25 13:39:57, 574 ნახვა

პოლიტიკა
დავით ნარმანია: ხაბეიშვილს რა უფლება აქვს, პრესსამსახურთან შეთანხმების გარეშე მერიის ოფისში ბრიფინგი ჩაატაროს

“ლევან ხაბეიშვილს რა უფლება აქვს, პრესსამსახურთან შეთანხმების გარეშე მერიის ოფისში ბრიფინგი ჩაატაროს," - ასე გამოემხაურა თბილისის მერი დავით ნარმანია სპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილისთვის, ლევან ხაბეიშვილისთვის, საკუთარ კაბინეტში ბრიფინგის ჩატარებაზე უფლების არ მიცემას.

ნარმანიას განმარტებით, კაბინეტში მერის გარდა ბრიფინგს არავინ ატარებს.

"ლევან ხაბეიშვილს რა უფლება აქვს პრესსამსახურთან შეთანხმების გარეშე მერიის ოფისში ჩაატაროს ბრიფინგი. კაბინეტში ბრიფინგს არავინ ატარებს მერის გარდა",-განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილი დავით ნარმანიამ სპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობიდან გასულ წელს გაათავისუფლა. ხაბეიშვილმა სარჩელით საქალაქო სასამრთლოს მიმართა. სასამართლომ რამდენიმე დღის წინ მიიღო გადაწყვეტილება და მერის გადაწყვეტილება უკანონოდ  სცნო. ლევან ხაბეიშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე აღადგინეს,  თუმცა როგორც თავად განაცხადა, ეს სიმბოლური აღდგენა იყო. მან დღეს  თანამდებობის დარტოვების შესახებ განცხადება  საკუთარი სურვილით დაწერა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics