|
2015-01-29 13:42:57, 831 ნახვა
საზოგადოება
სერგეენკო: შრომითი მიგრაციის შესახებ კანონპროექტი, საკითხების მოწესრიგებაა და არა შეზღუდვა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ადგილობრივი მუშახელის დასაქმების მაჩვენებლის გასაზრდელად ახალ კანონზე მუშაობს. მიმდინარე წლის ზაფხულიდან, მუშახელის უცხოეთიდან შემოყვანას „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონი“ დაარეგულირებს. აღნიშნულ თემაზე „ექსპრესნიუსი“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს ესაუბრა. მინისტრის თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიზანი შრომითი მიგრაციის საკითხების დარეგულირებაა. „შრომითი მიგრაციის კანონპროექტი, ცალსახად არ არის დეფინიცირებული, რომ ვინმეს რამე შეეზღუდოს. ამის მიზანია, რომ მოწესრიგდეს შრომითი მიგრაციის საკითხები, როგორც ქვეყანაში შემავალ სპეციალისტებზე, მუშა ხელზე ასევე, საქართველოდან სხვა ქვეყნებში გასულზე. ეს არის მოწესრიგება და არა შეზღუდვა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)