|
2015-09-25 09:46:24, 548 ნახვა
საზოგადოება
გიგლა აგულაშვილმა ფოტომოყვარულებსა და ფოტოგრაფებს სამინისტროს ინოვაციური ტექნოლოგია გააცნო
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ახალი ინოვაციური ტექნოლოგია ფოტომოყვარულებსა და პროფესიონალ ფოტოგრაფებს მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გააცნო. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის - “Google Chrome Extension” პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მიზანია საქართველოს ბიომრავალფეროვნებისა და დაცული ტერიტორიების პოპულარიზაცია ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენებით. სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით, იქმნება Google Chrome Extension, რომელიც ყოველი ახალი ტაბის (New Tab) გახსნისას, გადაღებული ფოტოს მეშვეობით საქართველოს ლანდშაფტსა და ბიომრავალფეროვნებას საზოგადოებას გააცნობს. Extension განთავსდება Google მაღაზიაში და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება საშუალება საკუთარ კომპიუტერზე დააყენოს. პროექტი პროფესიონალი და მოყვარული ფოტოგრაფების ჩართულობით განხორციელდება. „ფოტომოყვარულებს და პროფესიონალ ფოტოგრაფებს ეძლვათ შესაძლებლობა პოპულარიზაცია გაუწიონ როგორც საქართველოს ბიომრავალფეროვნებას, დაცულ ტერიტორიებსა და ლანდშაფტებს, ასევე საკუთარ შემოქმედებას“, – აცხადებენ უწყებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)