|
2015-09-25 09:36:03, 533 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი აშშ-ში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. დაგეგმილია საქართველოს პრემიერ–მინისტრის სიტყვით გამოსვლა პრეზიდენტ ობამას პატრონაჟით ორგანიზებულ გაეროს სამშვიდობო ოპერაციების და ძალადობისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ლიდერთა სამიტზე. ირაკლი ღარიბაშვილი მიწვეულია პრეზიდენტ ობამასა და მისი მეუღლის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებაზე. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა გაეროს სამიტზე, თემაზე - 2015 წლის შემდგომი განვითარება, ასევე, მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ლიდერების შეხვედრაში გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე, SDG სამიტის ინტერაქტიულ დიალოგში, თემაზე - დედამიწის დაცვა და ბრძოლა კლიმატურ ცვლილებებთან. საქართველოს მთავრობის მეთაური, კლინტონის გლობალური ინიციატივის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, კლინტონის გლობალური მოქალაქის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრა, მათ შორის გაეროს გენერალურ მდივანთან ბან კი მუნთან. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას, საქართველოს პრემიერ–მინისტრი სიტყვით გამოვა ეკონომიკურ ფორუმზე Georgia-Making Business Easy, ასევე შეხვდება ქართველ სტუდენტებს და დაათვალიერებს გამოფენას - Discover Georgia.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)