19:18 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-16 11:08:37, 1223 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსით გარდაცვლილი 30 ახალი პაციენტიდან 15 თბილისში, 5 აჭარაში და 7 იმერეთში გარდაიცვალა

კორონავირუსით გარდაცვლილი 30 ახალი პაციენტიდან 15 თბილისში, 5 აჭარაში და 7 იმერეთში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას, მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე განცხადებით, საკარანტინე სივრცეში 2 735 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში 50 256 პირი იმყოფება.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში  გარდაიცვალა  30 ადამიანი, მათ შორის,  თბილისში -  15,  აჭარაში - 5, იმერეთში - 7, შიდა ქართლში - 2, ხოლო ქვემო ქართლში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 733 გარდაცვალების შემთხვევა.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 785. 5 658 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,  თბილისის საავადმყოფოებში - 2 652, აჭარაში - 930, იმერეთში - 1 143. მძიმე პაციენტი გვყავს 787, მათ შორის, თბილისში - 375, აჭარაში - 135, იმერეთში - 173. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 363 პირი, მათ შორის, თბილისში - 170, აჭარაში - 110, იმერეთში - 27. 3 315 ადამიანი  არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 565 - აჭარაში, 1 248 - თბილისში, ხოლო 229 - იმერეთში. 7 812 პირი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 735 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 425, აჭარაში -1 540, ხოლო იმერეთში - 32.

სულ  6 ოქტომბრიდან - 15 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 15 501 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 50 256 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 12 867 პირი, აჭარაში - 17 779, იმერეთში - 5 230“, - აცხადებენ მთავრობის პრესსამსახურში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics