18:27 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-14 21:11:32, 724 ნახვა

კომენტარი
ელენე ხოშტარია - „ქართული ოცნების“ დღევანდელი პოზიცია ტყუილია

„ქართული ოცნების“ დღევანდელი პოზიცია ტყუილია“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ ტელეკომპანია „პირველის ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“  პროცესი ჩაკეტა.

„ვინ დაუშალა გადათვლა? ვინ დაუშალა საჩივრების განხილვა? ქართული ოცნების დღევანდელი პოზიცია ტყუილია. გუშინ რაც ცესკოში ვნახეთ, ამის შემდეგ რა პროცედურებზე ვლაპარაკობთ? პირდაპირ ჩაკეტეს პროცესი

ჩვენი პოზიცია არის თანმიმდევრული. რამდენი დროც დასჭირდება იმას, რომ მივაღწიოთ ახალ არჩევნებს, ჩვენ იმდენი ხანი გვექნება პროტესტი.

კალაძის განცხადება არაერთი გვინახავს ჩვენ, მათ შორის, პროპორციულის წინ, რომ საერთოდ არაფერი განიხილება, დახურულია კარიო. სწორედ ამის შემდეგ იქნა მიღწეული შედეგი. ეს მისი მხრიდან ვაჭრობის ფორმაა, რომელიც ჩვენს პოზიციაზე არანაირ გავლენას არ მოახდენს. მათთვისვე ცუდია, რომ ჩიხში იგდებენ თავს“,  - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics