18:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-14 19:53:05, 736 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე ოპოზიციაზე - მათი ინტერესი სიმართლის გარკვევა არ არის, მათი ინტერესია მხოლოდ ზოგადი პოლიტიკური მესიჯებით ფონს გასვლა

„მათი ინტერესი სიმართლის გარკვევა არ არის, მათი ინტერესია მხოლოდ ზოგადი პოლიტიკური მესიჯებით ფონს გასვლა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციამ უარი თქვა ხმების გადათვლაზე.

„როდესაც ოპოზიცია უარს ამბობს ხმების გადათვლაზე, უარს ამბობს იმ დღის წესრიგში შემოსვლაზე, სადაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები მათ სთავაზობენ ვიდეო კამერების ჩანაწერების ნახვას, გაშიფვრას მის ანალიზს, ხმების გადათვლას და როდესაც ასეთ საკითხებზე უარი გხვდება, კვლავ რადიკალური მოთხოვნები ისმის, ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ინტერესი სიმართლის გარკვევა არ არის, მათი ინტერესია მხოლოდ ზოგადი პოლიტიკური მესიჯებით ფონს გასვლა და რაღაც შედეგის მიღება.

თუ კი მათი მხრიდან იქნება ოდნავ რაციონალური წინადადება, ჩვენი მზაობა მოლაპარაკებისთვის ყოველთვის არის და კარი ღიაა. მაგრამ, როდესაც მოთხოვნა ისეთია, რომელსაც იურიდიული, ფაქტობრივი, რეალური, რელევანტური საფუძვლები არ გააჩნია და მხოლოდ და მხოლოდ ზოგადი მოთხოვნით შემოიფარგლება, რაც მოცემულობიდან არ გამომდინარეობს და გამომდინარეობს მოდელირებული, გამოგონილი გაყალბებიდან, ბუნებრივია, ეს მოთხოვნა აღსრულებას, შესრულებას და კომპრომისთან მისვლასა და პოზიციების დაახლოებას ვერ მოემსახურება“,  - განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics