|
2015-09-24 15:02:47, 376 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში გენდერული კვოტების შესახებ კანონპროექტის განხილვას თეა წულუკიანიც ესწრება
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას განიხილავენ, რომელიც გენდერული კვოტის გზით საქართველოს წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას გულისხმობს. საკანონმდებლო წინადადება, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. წინადადების მიხედვით, პოლიტიკურმა პარტიებმა საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო რეგისტრაციისათვის სიების წარდგენისას აუცილებელი გენდერული კვოტა უნდა დაიცვან. პარლამენტის მიერ ინიციატივის მიღების შემთხვევაში, მომავალი არჩევნების შედეგად, პარლამენტში ქალებისათვის მინიმუმ 25%-იანი წარმომადგენლობა იქნება უზრუნველყოფილი. წინადადების ავტორები მიიჩნევენ, რომ წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა მონაწილეობის გაზრდა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ხელს შეუწყობს სოციალური პრობლემების აღმოფხვრას და გაზრდის დემოკრატიის ხარისხს. საკანონმდებლო წინადადების მომხსენებლები არიან კავშირი "საფარის" და "სამართლი ანიარჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED)" წარმომადგენლები ბაია პატარაია და ნინო ჯანაშია. წინადადება, რომელსაც 9 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს, მომზადდა "ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის" (თასქ ფორსის) მიერ. ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ქალთა საინფორმაციო ცენტრი, გენდერული სამართლიანობა, კავშირი საფარი, ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, გენდერული სამართლიანობა, ევროპელი ქალები საერთო მომავლისათვის _ საქართველო. პროექტის განხილვას, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და NDIის საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონიც ესწრება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)