20:36 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-23 18:43:24, 536 ნახვა

საზოგადოება
შშმ პირთათვის მართლმსაჯულების ეფექტური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საკითხზე ტრენინგი ჩატარდება

24-25 სექტემბერს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ტარდება ტრენინგი თემაზე: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართლმსაჯულების ეფექტური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“.

2014 წლის აპრილიდან ძალაში შევიდა „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია“, რომლის მიხედვით ხელმომწერი სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ სამართლის ადმინისტრირების სფეროში მომუშავე პროფესიონალების შესაბამის განათლებას, რათა, უზრუნველყოფილ იქნეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართლმსაჯულებაზე ეფექტური ხელმისაწვდომობა.

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლესი სკოლა იწყებს მოსამართლეთა კორპუსისთვის ტრენინგების განხორციელებას თემაზე, რომელიც სახელმწიფო მიერ ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარეობს.

ტრენინგის ფარგლებში მოსამართლეთა კორპუსს მიეწოდება სიღრმისეული ინფორმაცია იმ შიდა და საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების შესახებ, რომლებიც თავის მხრივ ქმნიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა დაცვის მყარ გარანტიებს.

ტრენინგის დროს მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ გაეცნოთ პრაქტიკულ მაგალითებს და იმ ხარვეზებს ან წინაღობებს, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები აწყდებიან საკუთარ უფლებათა რეალიზების დროს.

იუსტიციის უმაღლესი სკოლა გეგმავს აღნიშნული თემაზე ტრენინგის, როგორც ამ წლის განმავლობაში, ასევე მომავალ წლებშიც ჩატარებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics