|
2020-10-31 13:48:51, 1466 ნახვა
სერგი კაპანაძე - ფოთში, 1-ელ საარჩევნო უბანზე მისულ 4 ამომრჩეველს თავიანთი სახელის გასწრივ ხელმოწერები დახვდათ
„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე ყოველწუთიერად ხდება დარღვევები. მისი თქმით, ფოთში, პირველ საარჩევნო უბანზე მისულ 4 ამომრჩეველს თავიანთი სახელისა და გვარის გასწრივ დახვდათ ხელმოწერები, ასევე ხობში, მე-12 უბანთან ადგილობრივი სკოლის დირექტორი აშინებს ამომრჩეველს სოციალური დახმარების მოხსნით, თუ ისინი მმართველ პარტიას არ დაუჭერენ მხარს. როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ბათუმში, მე-60 და მე-7 უბნებზე ამომრჩევლისთვის საარჩევნო ბიულეტენების გადაცემისას რეგისტრატორები ისე ხევენ ბიულეტენებს, რომ მათზე მოჭრილია ევროპული საქართველოს ნომერი. „ჩვენ დღის განმავლობაში ვხედავთ ძალიან ბევრ დარღვევას და ახლა მინდა ამ დარღვევებზე ვისაუბრო. პრაქტიკულად ყოველწუთოერად მოდის ახალი დარღვევები და რამდენიმე სერიზოული დარღვევა ფიქსირება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული შემთვევები, ფოთში პირველ საარჩევნო უბანზე მოსულ 4 ამომრჩეველს თავიანთი სახელის და გვარის გასწვრივ არსებული ხელმოწერის გრაფა დახვდა ხელმოწერილი, რაზეც ჩვენმა წარმომადგენლებმა მოახდინეს რეაგირება, რეგისტრატორი არის ნაციონალური მოძრაობის დანიშნული, აღნიშნულ დარღვევაზე საჩივარი დაწერა იმ ამომრჩეველმა, რომელსაც ხელმოწერილი დახვდა გრაფა, მაგრამ მოგვიანებით დაბრუნდა უბანზე, წაიღო საჩივარი და განაცხადა, რომ აღარ ჩიოდა. 2. ხობის მე-12 უბანთან სოფლის გამგებელი და ადგილობრივი სკოლის დირექორი - შორენა ბართია, ხალხს აშინებენ სოციალური დახმარების მოხსნით თუ ქართულ ოცნებას არ მისცემენ ხმას. 3. ბათუმში მე-60 და მე7, უბანებზე ბიულეტენი მოხევის დროს ზიანდება და ევროპული საქართველოს ნომერი 2 ყუაზე რჩება 4. სოციალურად დაუცველებს, რომლებსას თვეში ერთხელ აძლევენ დახმარებას, მაინდამაინც დღეს ურიგებენ და ხელს აწერინებენ 5. კრწანისის მე-8 უბანთან დაფიქსირდა ფულის გადაცემა ოცნების კოორდინატორის მიერ 6. მარნეულის და ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარეები ,,მწვანე დედამიწის" დამკვირვებლებად დარეგისტრირდნენ და ამ სტატუსით საარჩევნო უბნებზე იმყოფებიან. ასეთი იაფი ხრიკებით ბუნებრივია ხელისუფლება ვერ მოახდენს გავლენას ჩვენ საზოგადოებაზე და დარწმუნებული ვარ, რომ ამომრჩეველი გასცემს შესაბამის პასუხს“, - განაცხადა კაპანაძემ.
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)