|
2015-01-29 10:19:50, 892 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: "ნაციონალურ მოძრაობას" ეს სახიფათო თამაში ძალიან ძვირად დაუჯდება
მინდა ყველა გავაფრთხილო, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ეს ძალიან სახიფათო თამაში, ძვირად დაუჯდება, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ პოლიციელებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალას. ღარიბაშვილის მტკიცებით, "ნაციონალური მოძრაობა" საამაყო პოლიციის დისკრედიტაციას სცდილობს. "ეს არის პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. სახეზეა სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის აშკარა მცდელობა. ის ვიდეოები, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" გამოქვეყნა, მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მათი მთავარი მიზანია, მოახდინონ როგორღაც ჩვენი მართლაც საამაყო პოლიციელების, ღირსეული ოფიცრების, ჯარისკაცების, ჩვენი საზოგადოების, მათი ინტერესებისა და უსაფხრთხოების დამცველების დისკრედიტაცია და ეს ძალიან სახიფათო თამაში, მინდა ყველა გავაფრთხილო, რომ მათ ძალიან ძვირად დაუჯდებათ",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)