|
2020-10-18 15:46:19, 4162 ნახვა
არჩილ თალაკვაძე: ჩვენ გავატარეთ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები და დღეს საქართველო მზად არის, რომ ჩაატაროს თავისუფალი არჩევნები
„დღეს საქართველო მზად არის, რომ ჩაატაროს კიდევ ერთი დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნები უკვე არსებითად პროპორციული სისტემით და ეს საარჩევნო სისტემა თქვენ გაძლევთ საშუალებას, მოიპოვოთ უფრო ძლიერი დემოკრატიული კონტროლი თქვენს ხელისუფლებაზე, მიიღოთ უფრო აქტიური მონაწილეობა სახელმწიფოს მართვის პროცესში, ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში და უფრო მეტად ჩაერთოთ თქვენი ქვეყნის აღმშენებლობაში",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სენაკში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ" ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ხახუბია წარადგინა. არჩილ თალაკვაძემ შეკრებილებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა შეახსენა. მისი თქმით, დღეს საქართველოს განვითარების მნიშვნელოვანი პერსპექტივა აქვს და ამისთვის მას თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება სჭირდება. „თქვენი მხარდაჭერით, ამ წლების განმავლობაში ჩვენ შევძელით მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება და შევძელით, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის მომავალზე ორიენტირებული ისე, როგორც არასდროს. დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს განვითარების მნიშვნელოვანი პერსპექტივა და ევროპულ ოჯახში დაბრუნების, იქ სრულფასოვანი ადგილის მოპოვების მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. ამისთვის ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების ჩატარება, რომელიც საშუალებას აძლევს საქართველოს, რომ კიდევ ერთი დამაჯერებელი ნაბიჯი გადადგას დემოკრატიის გაძლიერებისკენ. ძლიერი დემოკრატია თავისთავად ნიშნავს მეტ უსაფრთხოებას, უფრო სტაბილურ სახელმწიფო ინსტიტუტებს, მეტ ნდობას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ინვესტორების მხრიდან ნდობას და ეს თავისთავად უკვე კავშირშია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკასთან და თითოეული ოჯახის, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობასთან. სწორედ ამისთვის ჩვენ გავატარეთ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები და დღეს საქართველო მზად არის, რომ ჩაატაროს კიდევ ერთი დემოკრატიული თავისუფალი არჩევნები უკვე არსებითად პროპორციული სისტემით. ეს საარჩევნო სისტემა თქვენ გაძლევთ საშუალებას, რომ მოიპოვოთ უფრო ძლიერი დემოკრატიული კონტროლი თქვენს ხელისუფლებაზე, მიიღოთ უფრო აქტიური მონაწილეობა სახელმწიფოს მართვის პროცესში, ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, და უფრო მეტად ჩაერთოთ თქვენი ქვეყნის აღმშენებლობაში",- მიმართა დამსწრეებს პარლამენტის თავმჯდომარემ. არჩილ თალაკვაძემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს სრული მხარდაჭერა დაუდასტურა და განაცხადა, რომ ირაკლი ხახუბია ღირსეულად შეძლებს ოლქის პარლამენტში წარმოდგენას. „ის არის ღირსეული კაცი, საქმიანი ადამიანი, პროგრესული და თავისი მხარისთვის თავდადებული მოხელე და პოლიტიკოსი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ღირსეულად შეძლებს თქვენი საამაყო საზოგადოება წარმოადგინოს საქართველოს პარლამენტში. სხვა უფლება არც ჩვენ და არც მას არ აქვს, განსაკუთრებით, ამ კუთხეში, რომელმაც ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ისტორიას თავდადებული გმირები აჩუქა. სწორედ მათ მოგვცეს მაგალითი, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო და როგორ უნდა ვემსახუროთ ქვეყანას და ხალხს",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)