|
2020-10-16 12:35:05, 417 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი - მოღალატე პოლიტიკოსები მოსახლეობას აბნევენ, 3 600 ჰექტარი მიწა არა მართლზომიერადაა გადაცემული
„მაყურებლისთვის რომ განვმარტოთ, მე წამოღებული მაქვს შეთანხმების აქტის ასლი, ეს მოღალატე პოლიტიკოსები მოსახლეობას აბნევენ. თითქოს ჩვენ სააკაშვილს და მის ხელისუფლებას ტყუილად ვაბრალებთ არამართლზომიერ შეთანხმებას“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში - „ნამდვილი რიცხვები“ დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას განაცხადა. მინისტრმა გადაცემაში შეთანხმების შესახებ განმარტება გააკეთა: „ჩვენთან არის კომისია, რომელიც სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციასთან დაკავშირებით მუშაობს, აზერბაიჯანშიც ანალოგიური კომისიაა, ანუ ორი სახელმწიფო კომისია თანხმდება ჯერ და ეს მოხდა, რომელიც დადასტურებულია ხელმოწერებით - აგერ არის მელაშვილი, ილიჩევა, დათუნაშვილი, დიასამიძე. ერთი ფაქტი მაგალითად, აქ სხვებიც აწერენ ხელს.“ მისი თქმით, ჯერ საზღვართან დაკავშირებით შეთანხმება ხდება, შემდეგი ეტაპი კი, არის ხელმოწერა პრეზიდენტის მიერ და პარლამენტში რატიფიცირება. ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნა, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა დაადასტურა კიდეც, რომ ეს იყო სააკაშვილის დონეზე მიღებული გადაწყვეტილება. „მან თქვა, რომ სააკაშვილმა დაასკვნა, რომ ეს ასე არის, ამას უნდა შევეგუოთ და დავთანხმდეთ. რას ნიშნავს შევეგუოთ და დავთანხმდეთ? 3600 ჰექტარი მიწაა გადაცემული არამართლზომიერად, ჩვენი პირველადი შეფასებით. ეს არ არის ღალატი?“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)