21:09 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-18 17:08:36, 1006 ნახვა

სამხედრო
„დელტას“ ფასადზე ალექსანდრე ქართველის ბარელიეფი გაიხსნა

ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილი ავიაკვირეულის ფარგლებში სსსტც „დელტას“ ფასადზე ალექსანდრე ქართველის ბარელიეფი გაიხსნა.

მემორიალური დაფა „ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოების“ დამფუძნებელმა ლელა ქართველიშვილმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნეს.

მათ ამერიკაში მოღვაწე ცნობილი ავიაკონსტრუქტორი გაიხსენეს და ალექსანდრე ქართველის ღვაწლზე ისაუბრეს. ღონისძიებას ალექსანდრე ქართველის შთამომავლები, სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის“ ხელმძღვანელი პირები და დედაქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, „დელტას“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერს ალექსანდრე ქართველის სახელი მიენიჭება. ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილი კვირეული 9 სექტემბერს გაიხსნა და 19 სექტემბერს, ალექსეევკის სამხედრო საავიაციო ბაზაზე, ქართული ავიაციის დღის აღნიშვნით დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics