21:01 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-30 12:27:02, 677 ნახვა

კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი - ის, რაც გარეჯის მიმართ იკადრეს, დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროვოკაციაა

„ის რაც იკადრეს ჩვენი უმნიშვნელოვანესი ძეგლის, ჩვენი უწმინდესი ადგილის გარეჯის მიმართ ეს არის დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროვოკაცია“, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მისი მმართველობის დროს ვერავინ გაბედავდა ქართველები არ შეეშვათ გარეჯში.

„ის, რაც გუშინ მოხდა მარნეულში, ჟურნალისტების და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების წინააღმდეგ, რაც მოხდა ორი დღით ადრე ბოლნისში და გლდანში „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ საქართველოში ნამდვილად მზადდება ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლა, არჩევნების გზით 31 ოქტომბერს!

ის რაც იკადრეს ჩვენი უმნიშვნელოვანესი ძეგლის, ჩვენი უწმინდესი ადგილის გარეჯის მიმართ ეს არის დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროვოკაცია.

ჩვენს დროს ვერავინ ვერ გაბედავდა ქართველები არ შეეშვათ გარეჯში და ახლა ივანიშვილის დროს ქართველ მომლოცველებს, უბრალოდ საქართველოს მოქალაქეებს ჩაუკეტეს საქართველოს უმნიშვნელოვანეს ძეგლში შესვლა - და ეს მოხდა ამათ დროს!

ჩვენთვის, ჩვენი ქვეყანა არის ჩვენი სალოცავი და ჩვენი ყველაზე მთავარი ფასეულობა და ჩვენ, ჩვენს ქვეყანას დავიცავთ ყველა სახის პროვოკაციისაგან.

საქართველოში ნამდვილად არ ბნელა, საქართველოში ნამდვილად გათენდება“, - განაცხადა სააკაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics