20:58 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-24 10:42:59, 647 ნახვა

კომენტარი
გიორგი გახარია - ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესიც

ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესიც, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ბავშვები, განსაკუთრებით კი დაწყებითი კლასის მოსწავლეები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ.

„ამასთან ერთად მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი შეზღუდვა რომელიც თეორიულად შეიძლება იყოს დაწესებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივი და ლოკალური ეს არ იქნება სისტემური შეზღუდვები ქვეყნის მასშტაბით. ვერ დაწესდება შეზღუდვები ისეთი მიმართულებით როგორიცაა ეკონომიკა, განათლება ან თუნდაც პოლიტიკური და საარჩევნო პროცესი.

დღეს ჩვენ გვექნება კორონავირუსის საბჭო, სადაც განვიხილავთ იმ ეტაპებს, რომლითაც დავიწყებთ სასწავლო პროცესის აღდგენას ქვეყანაში, რამეთუ რისკების გათვალისწინებით წერტილოვანი შეზღუდვებით, მაგრამ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა დაბრუნდეს, მათ შორის სასწავლო პროცესიც უნდა აღდგეს და ბავშვები განსაკუთრებით დაწყებითი კლასის მოსწავლეები სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics