21:09 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-19 12:05:04, 749 ნახვა

კომენტარი
ოთარ კახიძე ენმ-ს წევრზე თავდასხმაზე - ხელისუფლება წლების მანძილზე პოლიტიკურ ოპონენტებზე ძალადობას ახალისებს

 „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში, ოთარ კახიძე ეხმაურება ოპოზიციური პარტიის აქტივისტ - ლევან ცუცქირიძეზე ჯგუფური თავდასხმისა და ძალადობის ფაქტს.

ოთარ კახიძის თქმით, ხელისუფლება ახალისებს ოპონენტებზე ძალადობას და ფიზიკურ ანგარიშსწორებას.

„ხელისუფლება წლების მანძილზე ახალისებს პოლიტიკურ ოპონენტებზე ძალადობასა და მათზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას.

დღემდე დაუსჯელნი არიან: 2013 წელს პარლამენტის ბიბლიოთეკასთან ჯგუფურად მოძალადე პირები და მათი ხელმძღვანელები; დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე ჯგუფური თავდასხმის ჩამდენები და ორგანიზატორები; კორცხელში ხელისუფლების წარგზავნილ ზონდერთა ჯგუფი და მათი კურატორები; ახალქალაქში ოპოზიციური პარტიის ლიდერებზე თავდამსხმელთა ჯგუფი;გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილზე აეროპორტში თავდამსხმელი ზონდერები და აღნიშნული თავდასხმის დამკვეთები, და ა.შ.

მოვუწოდებთ პროკურატურას, დაუყოვნებლივ გამოიძიოს მომხდარი და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ დამნაშავეები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მორიგი დასტური, რომ თავდამსხმელთა უკან დგას „ქართული ოცნება“.

ხელისუფლების მხრიდან ზონდერ ჯგუფების გამოყენება ოპოზიციის წარმომადგენლებზე ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც  ქმნის წინასაარჩევნოდ ძალადობრივ ფონს და საფრთხეს უქმნის სტაბილურობას ჩვენ საზოგადოებაში“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics