21:19 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-17 12:17:28, 570 ნახვა

კომენტარი
გიორგი კანდელაკი: ევროპარლამენტის რეზოლუციის სიმჭახე აჩვენებს, რომ ცვლილებებისთვის საქართველოს მეგობრებიც მზად არიან

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი, ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას ეხმაურება.

გიორგი კანდელაკის თქმით, ეს არის უპრეცენდენტო რეზოლუცია, რომელიც ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით იქნა მიღებული. კანდელაკის თქმით, რეზოლუცია პირდაპირ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას რომ ის რაც ხდებოდა წინა არჩევნებზე აღარ მოხდეს წელს.

 „მინდა პირველ რიგში გამოვეხმაურო პარლამენტის სპიკერის განცხადებას, თითქოს ევროპარლამენტის გუშინდელი რეზოლუცია, რომელიც ხმების დიდი უმრავლესობით არის მიღებული და გამოხატავს მთლიანად ევროპარლამენტის აზრს, არის ქართული ოცნების ქება და ხოტბა. ალბათ ბატონი თალაკვაძე რომელიმე სხვა პარლამენტში ადევნებდა თვალს დებატებს, მაგალითად რუსეთის დუმაში, სადაც ქართული ოცნების მეგობრები, მაგალითად ბატონი გავრილოვი, ძალიანაც კმაყოფილია ქართული ოცნების მთავრობის საქმიანობით.  არ ვიცი დუმამ მიიღო თუ არა რაიმე დოკუმენტი საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ, თუმცა ბატონ თალაკვაძეს ვურჩევდი კარგად წაიკითხოს ევროპარლამენტის გუშინ მიღებული რეზოლუცია“, - განაცხადა კანდელაკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics