21:19 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-15 14:33:14, 836 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე - ევროპარლამენტარების გამოსვლაში მკაფიოდ ჩანდა ტენდენცია, რომ ისინი კრიტიკულები არიან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე, ევროპარლამენტარების განცხადებებს ეხმიანება.

დავით ბაქრაძის თქმით, ევროპარლამენტარების გამოსვლაში მკაფიოდ ჩანს ტენდენცია, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს და ქართველ ხალხს, თუმცა არიან კრიტიკულები ხელისუფლების მიმართ.

„ევროპარლამენტის დოკუმენტშიც და ევროპარლამენტარების გამოსვლაშიც, მკაფიოდ ჩანდა ტენდენცია, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს და ქართველ ხალხს, თუმცა ისინი არიან ძალიან კრიტიკულები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ. ეს არის ის მკაფიო ტენდენცია, რომელიც ჩამოყალიბდა ბოლო პერიოდში ბრიუსელშიც, ვაშინგტონშიც, სტრასბურგშიც და რომელიც მიანიშნებს, რომ ოქტომბრის არჩევნები აუცილებლად უნდა გახდეს გარდამტეხი ცვლილებების არჩევნები. გარდამტეხი ცვლილებების, რათა საქართველოში გამოსწორდეს ვითარება და აღარ გახდეს საჭირო ყველა ის კრიტიკული შენიშვნა, რომელიც დაფიქსირებულია მათ შორის ევროპარლამენტის დღევანდელ დოკუმნეტშიც.  ამრიგად, ჩვენი მეგობრების განწყობა არის სრულიად ნათელი, საქართველოს და ქართველ ხალხს აქვს სრული მხარდაჭერა ევროპარლამენტში, „ქართული ოცნების“ მიმართ დამოკიდებულება არის ძალიან კრიტიკული და ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის გარეთაც, ისე როგორც ქვეყნის შიგნით, ვითარება არის  მომწიფებული გარდამტეხი ცვლილებების მოტანისთვის“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics