19:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-15 13:32:27, 594 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიაში ფასიანი გზების თემა არ განიხილება

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, გზებზე ფასის დაწესება დედაქალაქის მერიაში არ განიხილება.

როგორც ლექვინაძემ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ის, რაც ფასიან გზებთან დაკავშირებით თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა ავთანდილ სუდაძემ განაცხადა, მხოლოდ მისი პერსონალური მოსაზრებაა.

„გზებზე ფასის დაწესება თბილისის მერიაში არ განიხილება. ის, რაც ავთანდილ სუდაძემ განაცხადა, ეს იყო უბრალოდ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებიდან მოყვანილი მაგალითი, ეს იყო მისი პერსონალური მოსაზრება. ის, რაც გავრცელდა, ეს იყო ვფიქრობ გარკვეულწილად კონტექსტიდან ამოღებული. თბილისის მერიაში ფასიანი გზების თემა არ განიხილება“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics